ზამთარი
უჩვეულო სიჩუმეს, თოფის ხმა რომ არღვევს, მეღვიძება, ვიაზრებ, ფარდის მიღმა ამბებს, თეთრი თოვლის ფიფქები, შესევია ბაღებს, ჩიჩხინაკს და ბოლოშავს მონადირე დასდევს, მაღალ მთათა სხეული შერევია ცას, ისე მკვიდრად შერწყმულა, თითქოს იქ არც დგას, ყველაფერი თეთრია, სიამოვნებს თვალს, და ცაც თითქოს ხვდებაო, არ აჩერებს ცრას, ტყეშიც ბევრი მოთოვა, იქ ხომ მეტად ავდრობს, ფრინველების ოჯახი, ისე ვეღარ ანცობს, სოფლებს შემოუტიეს, ახლო - მახლო ფართობს, ხეებს ჩიტებისათვის, იქნებ დარჩათ საზრდო, ჩვენ კი სხვა გვაქვს სახლობა, გვიყვარს თოვლში ანცობა, მერე დაღლილ - დაქანცულთ, ქეიფი და მასხრობა, მეზობელს რომ შესძახებ, ისიც უცებ გადმოვა, ყველაფერი გამოვა, ისე როგორც დათოვა, გახურებულ ნაკვერჩხალს სამწვადე, რომ აწვეთავს, იმ კვამლის სურნელება შერევია ამ ოდას, ახლა ისე უხდება ეს თამადა სუფრის თავს, როგორც ღვინის სურნელი, ამ ლხინსა და ამ ოთახს, ვილოცეთ და ვიმღერეთ, ვადღეგრძელეთ ჭერი, ვით დაცლილი ფიალა, დაგელიოთ მტერი, რა ძალა აქვს სუფრის მადლს, ღვინის და სიმღერის, მაგრამ თოვლში სულ სხვაა, სხვა, ოცნების ფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი