მინდა ვადიდო უფალი
მინდა ვადიდო უფალი, ღმერთი ცისა და ქვეყნისა, არც მზე ანათებს უმისოდ, არც მთვარე ღამეს ვერცხლისფრად, არც ქარი დაჰქრის, წვიმა წვიმს, ქედებს ჩამოთოვს ხავერდსა, მისი წესებით სამყარო, ტრიალებს დღეც და ღამეცა. დილა თენდება ოქროსფრად, ფრინველთ გალობა სტვენითა, გულს სიხარულით აგივსებს, გატარებს აღმაფრენითა, გარეთ გამოსულს ცვარ- ნამი, გეალერსება სათუთად, გოგო - ბიჭების ყიჟინა, უფრო აღვიძებს ამ ქუჩას იმედსაც ჩუქნის მსურველსა, რწმენასაც აძლევს მძებნელსა, წყალობას აღმოუცენებს კაცსა სიკეთის მთესველსა, არც ავსა ტოვებს, მოელის, მისგან გონების კრებასა, იქნება მანაც ჩახედოს, მოცემულს ღვთისგან მცნებასა, ვინაც დაგვბადა სამოთხეს, დაგვაწურინა მტევნები, ფიალა ღვინით აგვივსო, მოგვცა ოჯახის წევრები, სწორედ ამისთვის ვადიდებ, და ვმადლობ სიხარულითა, ჩვენთვის ჯვარცმულსა უფალსა, ვუგალობ ცხელის გულითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი