ქარტეხილები გაიტაცებს ოკენეებს
მშფოთვარე ღამეს, კვლავ მოჰყვება მზე განთიაᲓის, რომ წუთით მაინც დაგვავიწყოს, განცდა წყვდიადის, შენი თვალების, მე ყოველთვის ვილტვოდი ტრფობად, როგორც ფითილი ჩაფერფლილი, დავიწვი გრძობად, ქარტეხილები გაიტაცებს ოკეანეებს, მაგრამ მათ ბუდეს, ვერ გაცდება ლურჯი სხეული, მეც ხომ მუდმივად გავურბივარ, უშენო დღეებს, შენგან ნაფრქვევი ენერგიით გადარეული, გაყინულ გრძნობებს, მხოლოდ შენთან შეხვედრით ვათბობ, მკვდარი სიცივე შეგიცვლია, მხურვალე მნათობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი