უჩვეულო ლაბირინთი


ცის სხეულთა დინებას, არ უჩანდა საზღვარი,
დროს მიჰქონდა დღეები, ბევრჯერ გადანაშალი,
ვადგებოდი ნაპირებს, არსად ჩანდა ცად ზღვარი,
სიზმარივით მდუმარე, იყო ცხადში ზღაპარი,
თითქოს სულ ერთს ამბობდა უნაპირო ნაპირი,
მარგალიტის მძივები და ფერები საფირის,
ჩემთან მოსვლით, ახალი, იბადება ნაპირი
და იმ ნაპირს თავისი გააჩნია ადგილი,
თითქოს მოსჩანს ნაპირი, მაგრამ არსად მთავრდება, 
მძებნელს რომ არ ეღირსოს მასთან გამოსალმება,
იქნებ დროსაც, მისით აქვს აგებული ზღაპარი, 
რომ თუ სადმე დამთავრდა ნაპირების სამკალი,
იქ შეუწყდეს თავისად, დროის შინაპირობა
და სამყაროს ახალი დაედგინოს პირობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი