ვინც უკვდავება თავად ინება


როცა ყველაფერს რასაც ეტრფოდი, 
დრო-ჟამი გიქცევს ჩამქრალ ფერებად,
როცა სხეულიც დაძაბუნდება 
და ხშირად მოგთხოვს შენ მოსვენებას, 

მაშინ განვლილი სიცოცხლის დღენი, 
სიზმრის ჩვენებას დაემსგავსება,
სად ახალგაზრდულ სულს და სურვილებს, დაბერებასთან ვერ აქვთ თავსება, 

რადგან ვერასდროს, ვერვინ ვერ ჩაკლავს, 
სიცოცხლის წყურვილს, ქცეულს წამებად,
რადგან ყოველთვის, სიკვდილის სურნელს, 
სული აღიქვამს მტანჯველ ზმანებად, 

სწორედ ამ სულით, ქმნილით შვებისთვის, 
შეიგრძნობ, რომ ხარ მარადი არსი,
დაბადებული უკვდავებისთვის, 
ღვთის მოგონილი და მისი მსგავსი, 

რომ უნდა დაგმო ანგელოზების,  
ზნედაცემული შავი კრებული,
კაცთა მოდგმისთვის ცდუნებად ქმნილნი, 
სიამაყისთვის თავად ვნებულნი 

და განწირული სულის ჩივილი, 
ღვთისადმი ლოცვად გადაიქცევა,
სად უფლის ჯვარცმის სიყვარულისგან, სამადლობელის ცად გსურს მირთმევა, 

რადგან მტვრადქცეულ ყოველი კაცის, 
ღმერთმა ინება კვლავ აღდგინება,
ვინც სიცოცხლეში ინანა ცოდვა 
და უკვდავება თავად ინება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი