ცისკარი


გარდაისახა დღე ღამის ფერში,
ხეთა, ფოთლები სხვა ფრად აელვეს,
მაგრამ, იდუმალ მთვარის თეთრ ხელში,
მე მაინც დღეზე ფიქრი მაღელვებს, 

კვლავ მენატრება ლურჯი ცისკარი,
ხალისითა და სიცოცხლით სავსე,
რომ გაილევა ღამის სიზმარი
და ჩანაფიქრებს სიცხადედ აქცევ, 

იდგა ზაფხული - ხანმოკლე ღამე,
იბრძოდა ბნელი თავგამეტებით,
მაგრამ ახელდა ცისკარი თვალებს
და იბერტყავდა ბნელეთს ფეთებით, 

უკვე ისმოდა ხმა, შეძახილი,
ვეღარ მეფობდა ღამე და ძილი,
მზით მომღიმარით იმედად ქმნილი,
იდგა ცისკარი ხელგამოწვდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი