ჭკუა
თუ ვინმემ იცის ქვეყანაზე რა არის ჭკუა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნად მიაღწევს რამეს, ისიც იფიქროს, ერთ თემაზე აზრთა სხვაობა, ისევ და ისევ მოასწავებს უკუნეთ ღამეს, არის ოცნება, ფიქრი, ვნება, ეგოისტობით, ცხოვრებისეულ ლაბირინთში ვინ არ მომხდარა, თუ თავს არ სწავლობ კრიტიკული, მწვავე მხილებით, გაურკვევლობის ამ მორევში ბევრიც მომკვდარა, რას ვეძებთ ნეტავ, ერთი სიტყვით ხომ ვერ მეტყოდით? ბედნიერებას? - ეს ამ ქვეყნად წარმავალია და თუკი ვინმე შეურიგდა ბედის სიმუხთლეს, იქნებ ეს მისი წარმოსახვის მცდარი ბრალია, ერთხელ ბრძენს ჰკითხეს, ქვეყანაზე რა არის ჭკუა? მომხვეჭელობა? - რომ დავიცხროთ ვნებათ სიამე, მას ჩაეცინა, შეახსენა ტკბილი ხმით, ჩუმად, მაკედონელის დაკრძალვაზე უკვე გიამბე, აქეთ მობრუნდი, შორს ნუ წახვალ, გელათში წადი და დავით მეფეს გულზე ფეხი ისევ დაადგი, იმ საოცარი სიტყვებისთვის შენ გულდამწვარი, მისი გალობის სინანულში ისევ ჩაღრმავდი, ვახტანგი გახსოვს? ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს, ეს საოცარი, ანთებული მეფე ქართველთა, დღეს კი ამ ვითომ მიღწევებით გონება მიხდილთ, ცრუ ნეტარების აკვანს გვირწევს ბედი ქართველთაც ის, რომ სამყარო მაინც დარჩა ამოუხსნელი, რომ ფენომენი რწმენის მაინც დომინანტია, ამას ახალიც ემოწმება, ძველიც, უთქმელიც, რომ გალაქტიკა საოცრების ცხადი ფაქტია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი