ბავშვობის მეგობრებს
რა კარგი იყო ბავშვობის ხანა, რა მგრძნობიარე - ისევ იქ მინდა, თურმე არც ერთი სხვა დრო არ არის, მისნაირ ტკბილი, ლაღი და წმინდა, რა უშფოთველად გვეძინა, მშვიდად, დილით ვდგებოდით სავსე იმედით და მეგობრებთან გართობას იმ ხანს, ხშირად ვერ ვთმობდით შუაღამემდის, გადაიარა, ცხოვრების გზებმა, ყველა თავისთვის თან წაიყვანა, მაგრამ რაც მაშინ გვიბოძა წლებმა, ვერა სიშორემ ვეღარ წაშალა და რაც დრო გადის, სიყრმის მეგობრებს, ისევ შორიდან მე ვეფერები, მათ შესახვედრად ვეღარ მიმიწევს, ცხოვრების ტვირთით დაღლილი მხრები, მაგრამ, სულ ჩემთან იქნება მათთვის, სიყვარული და სათუთი ლოცვა, ვეღარ წამართმევს, წლები იმათ ვინც, იმ საოცნებო ხანაში მოხვდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი