შენ არ გაქრები
შენ არ გაქრები, ცოცხლად დარჩები, არ შეიძლება ეს წაიშალოს, რაც საოცარი სიცხადით სდევდა, შენგან შეცნობილ ხილულ სამყაროს, ეს სიხარული, სიწმინდე, ნდობა - ამას ვერ შეცვლის სივრცეთა თმობა, სამარადისოდ დაგრჩება სულში, ამაღლებული, ისევ ის გრძნობა, ეს მზრუნველობა და სიყვარული, ვერ გამოხატულ სურვილთა წყება, ისევ შენშია, რადგან უკვდავი სულის სიღრმეში არასდროს კვდება, იქნებ იფიქროთ და დაიჯეროთ, წარსულთა ლანდი, გაქრა მარადის, დაბადებამდეც არ რა ვიცოდით, ბევრი არ რჩება ზეცის კარამდიც, რასაც ვეძიებთ იმას ვიპოვით, ეს ხომ სამართლის წმინდა წესია, მაგრამ გვახსოვდეს, ჭეშმარიტება, როგორც შეშვენის მხოლოდ ერთია, ნუ დავხარბდებით წარმავალ ფერებს, ნუ დავხამდებით საწუთოს ბგერებს, რადგან სამეფო სხვა ელის ერებს, დროც გადაყვება სიკვდილის გენებს, ტანჯვა, წამება, სასოწარკვეთა, უიმედოთა მწარე ხვედრია, შენ კი იმედი, რაც განუგეშებს, ყოვლისმომცველი წმინდა ღმერთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი