ღვთაებრივი მოვლენები


სუნთქავს სამყარო იდუმალი სიცოცხლის ძალით,
ფრინველთ გალობა, ჩანჩᲥერთ ხმასთან კვლავ შერწყმულია,
გამაძღარია ამ ყველაფრის მნახველი თვალი,
მსმენელი ყურიც, ამ ყველაფრით მოხიბლულია, 

რთულია, რთული, ფენომენი არსებულ არსთა,
ვინაც და რანიც ამ სიცოცხლით აქ გართულია,
ისევ ვიხილე ჩამავალი მზის ნაზი კალთა,
მისი ამოსვლაც ხომ ნამდვილი სასწაულია, 

აქ თითქოს სული გასჩენია მკვდარ მატერიას,
ციურ სხეულთა, გზანიც თითქოს გონით მართულა,
ეს ბადრი მთვარეც ამ უკუნი ღამის მთენია,
თავზარდამცემი სინამდვილით აზრი გართულა, 

უნდა ადიდო, სხვა რა უნდა დასცდეს ბაგეებს,
ამ ყველაფრისა მომგონი და შემოქმედია,
ვერ ვეგუები სიჯიუტით სავსე სახეებს,
ამ ყველაფერში ვინც უარყვეს, მხოლოდ ღმერთია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი