როგორ იგრძნობა აქ შენი სუნთქვა


ცას ახლა უფრო ვარდის ფერი აქვს,
ჩუმი ნაბიჯით ბრუნავს სამყარო,
მოდგა მაისი და კვირტთა ფრᲥვევას,
ისევ აგრძელებს სიცოცხლის წყარო, 

მინდორ ველების ალაგი ტურფა,
ნაირფერ ყვავილთ ქარგვას მოუცავს,
როგორ იგრძნობა აქ შენი სუნთქვა,
ყველაფერს შენი სახე მოუჩანს, 

ახლა მზეც უფრო ძლიერ დაგვნათის,
ჰაერი გათბა მისი სხივებით,
ნეტავი ასე იყოს მარადის,
აღარ შეგცვალოს დრომ მიძინებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი