რომ დაგაბრუნა
რომ დაგაბრუნა, უფრო მეტად დაგაფასებდი, იმაზე მეტად მყვარებიხარ, ვიდრე მეგონა, თუმცა ქვეყნიდან არ წასულხარ ჩემზე ნაწყენი, მწუხარე აზრებს, რაც აღარ ხარ სული ემონა, რა იქნებოდა, რომ ცხოვრების შფოთში, დუღილში, სიყვარულისთვის უფრო მეტი გამეხსნა გზები, რომ დღეისათვის, გულდაწყვეტილს და მძიმედ ურვილს, უფრო ნაკლებად მაწამებდეს ჩუმი აზრები, ვიდრე სიცოცხლე, მხიარული, ლაღი ფერებით, ჩვენს გვერდით არის, მომლოდინე სითბოს, ალერსის, ნუ დავფიქრდებით, ვუპასუხოთ მას მოფერებით, ვინ იცის, ხვალე არ მოგვეცეს შანსი არც ერთის, ახლა, ერთისთვის დაუწყია ჩემს გულს გალობა, მისი სულისთვის, ხშირად ვთხოვო უფალს წყალობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი