შენი სიყვარული ზეცამ შემასწავლა


მთვარეს მზემ მოსწმინდა, ფერები სევდისფერი,
ისიც, მას მიენდო, ცის შვილს ოქროსთმიანს,
მესმის ფიქრი მისი, ფიქრი ღამის ფერი,
ვარსკვლავთ ელვარებით, სივრცეს რომ კოცნიან,
შენი სიყვარულიც, ზეცამ შემასწავლა,
ვათიე ღამენი, ცივი, ცის ხედებით,
მზით ნანუგეშებმა, დღემც გადამაყარა, 
ოცნება ნეტარი, ლურჯი იმედებით,
რომ, ერთად მოგველიან ღამენი, მდუმარებით,
ველი მთვარის შუქზე, მწვანე ტყის სვეტებით,
დილით მდინარენი, ვერცხლისფერ მდუღარებით,
ორთქლით, ცივი ორთქლით, ჩანჩქერთა შხეფებით
და ფიქრებს სიყვარულის ფერი მიუღია,
ჩუმი მოლოდინი, ზეცისთვის Მიუნდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი