ზეცას მუდმივად ივანებს


ზღვა დღესაც ლურჯად ელავდა,
მზე ჩადიოდა მცხუნვარე,
მნათობმა ისევ მოცელა,
დღე ნათელი და მხურვალე, 

მოსაღამოვდა, აენთო,
მთვარე რკალისფერ ფორმაში,
ოცნებაც მსგავსად დაერთო,
მთვარეს ცვალებად ზომაში, 

ცად გაიელვა ვარსკვლავმა,
გადაიარა მნათობნი,
წამის მეათედს გადაყვა,
მისი სიცოცხლის საზომი, 

მე მოვასწარი ოცნება,
თუმცა არ მჯერა, ხდებაო,
რა სწრაფი არის გონება,
რაც უყვარს იმას ხვდებაო, 

მაგრამ თუ რასმე განუდგა,
იმას ძნელად თუ იწამებს,
ვნებებით სავსე დაურჩა,
დღე პირველი და ცისმარე, 

იფიქრეთ, თავი გადადეთ,
სიმართლე ვისაც გწადიათ,
ცხოვრების წესად გახადეთ,
ცუდი ამხილეთ თავშია, 

მწარის წილ ტკბობა მოგელით,
ტკბილის წილ კიდე სიმწარე,
ასეთი არის მცნობელი,
გული წმინდა და ბრწყინვალე... 

ამის გამგები, მიმყოლი,
ზეცას მუდმივად ივანებს,
მაგრამ თუ ნათელს უარყოფს,
ვეღარასოდეს იხარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი