დილის სიზმარი
ზღვა არ ღელავდა, გარინდული იყო იმ ღამით, როგორც ალმასი, ლაპლაპებდა მისი სხეული, ცის ელვარება, ისე ჩანდა ლურჯ ზედაპირზე, გაოცებული შევცქეროდი ფიქრად ქცეული, არსად ნიავი, არსად ქარი, იყო სიმშვიდე, მთელი ნაპირი გამხდარიყო დღეს ზღვის მონადა, მხოლოდ სიჩუმე, ხმაურობდა სულში ზვირთებად, ალბათ ბეთჰოვენს უწერია ასე სონატა, ამ დროს სიღრმეში, ზღვის იდუმალ სიმყუდროვეში, ლამაზი ქალი შევამჩნიე, შუაგულ წყალში, იდგა მდუმარედ, იდგა ლაღად, თითქოს ენება, გახვეულიყო ცის და ქვეყნის სიზმრისა ალში, გავიფიქრე და ზღვისა წყალმა, ფერად ტალღებად, იწყო დინება სანაპიროს ქვიშისფერ ტანთან, წყლიდან სულ მშრალი ამოვიდა, ნაზი ქმნილება, როგორც ღმერთისგან მოხმობილი, ამ ღამის კართან, გაკვირვებული მის საოცარ სახეს ვუმზერდი, მინდოდა ასე ამომეცნო, ვინ იყო, ვინა, მან კი, ამაყად გამიღიმა, როგორც ცისკარმა და ჩემს ქუთუთო - წამწამებთან დაიდო ბინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი