მაშინ სიცოცხლე მშვენიერია


ამ სამყაროში მაშინ ინათებს,
როდესაც კაცი სულს გაინათებს..
მაშინ, როდესაც ღვთის ნათქვამ სიტყვას,
ადამიანი ტაძარში მიᲰყავს,
თუ გვებრალება გლახაკი, სუსტი,
თუ ღმერთს მივენდეთ, აღარ ვართ ურჩი,
თუ ბოროტებას თავს აღარ ვანდობთ,
თუ კაცად-კაცი გახდება სანდო,
როცა ზეცისთვის ვიწყებთ გროვებას,
აქ კი ვჯერდებით საკმარ ქონებას,
თუ სიყვარულით შექმნილი გული,
არ იყიდება ოქროთ და ფულით,
თუ წარმავალით არ ვართ გართული 
და მუდამ გვახსოვს, ჩვენთვის ჯვარცმული,
პატიოსნებას თუ ვიდგამთ ქუდათ,
და აღარ გვახსოვს მოქცევა ცუდათ,
როს სიხარული გულში მთელია,
მაშინ სიცოცხლე მშვენიერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი