საქართველოს


ჩვევად მექცა შენზე ფიქრი, მიწავ მრავალტანჯულო,
წინაპართა სისხლით რწყულო, საყვარელო მამულო,
დაგლეჯილო ხშირად მტრისგან და მრავალგზის ჯვარცმულო,
საქართველოს ტკბილო მხარევ, საზღვრებით შელახულო, 

ვინ გაგწირა წამებისთვის, ცრემლი თვალთ შეგრჩენია,
და რაღატომ არ გეღირსა მოსვენების დღენია,
ვინ შეგკადრებს არ გიცავდენ, არ უყვარდი შენიანს,
ყველგან სადაც გაიხედავ, გმირები გისვენია, 

იქნებ შენი სილამაზე, მტრისთვის იქცა დარდადა
და მიტომაც შენი მხარე საჯიჯგნავად გახადა,
იქნებ ერი არ გივარგა, გაიწირნენ ტანჯვადა
და უფალი ერთმანეთის სიყვარულს სთხოვს ხარკადა, 

რომ უვლიდნენ შენს მიწა-წყალს,
გულის უბრალოებით,
რომ განაგდონ შური, ბოღმა, ოღონდ, არა დროებით, 
არ გაგცვალონ სიმდიდრეზე, საყვარელი ქვეყანა,
სადავენი ვისაც ხელთ აქვს, საქმე ჰქონდეთ ღმერთთანა, 

და რომ შენი მიწის მკვიდრთა, სხვა აღარ დარჩენია,
მაღალ ღმერთს კვლავ შეავედრონ, საქართველოს დღენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი