საღამო მთაში


თოვლის ხავერდით შემოსილ ნაძვთა,
ნისლი ნატიფად ელამუნება,
ცად, მიჯრით წყობილ ვერცხლისფერ ფართა,
მოწყენილ ფონზე მოსჩანს ბუნება, 

აქ სიჩუმეა და სიხარულის
შეგრძნება უფრო ამაღლებული,
მხოლოდ დროდადრო დაარღვევს დუმილს,
ჩიტის ფრთებისგან ნაქროლი სული, 

მოსაღამოვდა, ტყეში და მინდვრად,
თეთრად შემოსილ ბუნების მიჯნა,
ბინდის მკლავებში, იქცა ჩუმ სიზმრად,
აქ, მხოლოდ ერთი აკლია სიზმარს, 

რადგანაც ახლა, ფრთები მინდა მოებას გვერდებს,
რომ, მდუმარების ამ მხარეში ლაღად ვიფრინო,
ელვის სისწრაფით  გადავეშვა თავქვე ამ ფერდზე,
შემდეგ კი მაღლა, ტყეთა თავზე გადავიფრინო, 

რომ, ჩანჩქერები ვინახულო თოვლიან მთათა, 
და მათი ვარდნა უფსკრულებში ის ვიხილო,
თითქოს, მეც ზვირთის ნაწილი ვარ, მოწყვეტილ წყალთა
და მასთან ერთად ქვე დავეშვა, ტბამდე ვიდინო, 

ჰაერი გავჭრა ვით არწივმა მთებში მფრინვალემ
და შევარდენმა სანადიროდ დადევნებულმა,
ძლიერ მომხიბლა სილამაზემ, მართლაც ბრწყინვალემ,
მომაჯადოვა ამ სამყარომ,  გამშვენებულმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი