თავისუფალი ნება
ერთხელ მაინც, რომ შეგეძლოს ამ სამყაროს ჭვრეტა, ერთხელ მაინც, რომ შეგეძლოს თავად იყო ღმერთი, რას ეტყოდი ადამიანს, შენივე თავს, ნეტავ? როცა ძალით და ბრძანებით კაცის ნებას ვერ ცვლი, იფიქრებდი კიდევ ერთხელ დაენახო შვილებს? მას შემდეგ რაც ყველასათვის შენ უკვე ჯვარს ეცვი, თუ ტანჯვით და განსაცდელით შემუსრავდი კბილებს, ვინც ამ წუთის სიცოცხლეში სამოთხეს არ ეტრფის, ალბათ არა, მგონი გვიჯობს რომ სინდისის ანაბარა, მგონი გვიჯობს, რომ სიცოცხლის ვალად, ყველამ მისთვის დაინახოს, თუ ვინ რა გამხდარა, თავისუფლად გადაწყვიტოს თავის ბედი თავად, ამით ფასი შეეძინოს კაცის ყოველ ნაბიჯს, ცოდვასა და მადლსა შორის განსხვავება პოვოს და რომ არა მონასავით იძულებით დაღლილს, არჩევანი და ღირსება აღარ დაეტოვოს. ერთხელ მაინც, რომ შეგეძლოს ამ სამყაროს ჭვრეტა, ერთხელ მაინც, რომ შეგეძლოს თავად იყო ღმერთი, რას ეტყოდი ადამიანს, შენივე თავს, ნეტავ? როცა შენი სიყვარულით კაცის ნებას ვერ ცვლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი