გათენება


ვარსკვლავთ ლაშქარი, ზეცის თაღზე ამაყად მოსჩანს, 
მათ ფონზე მთვარე, ვით ერთგული მთავარსარდალი,
ნელი ნაბიჯით, ისე, როგორც მეფე თავის ჯარს,
ღამეს მიუძღვის უსასრულო კოსმოსით მთვრალი, 

არის სიჩუმე, არც რამ იძვრის, ვერც ამჩნევს თვალი,
თითქოს არც უჩანს ბოლო, ღამის სანაპიროთა,
მოულოდნელად ცაში გაკრთა სინათლის კვალი,
პირველი სხივი უსასრულო სივრცეებს მოხვდა, 

ამას კი მოჰყვა უთვალავი სხივების ჯარი,
მეფე მზისაგან დაგზავნილი ღამის წიოკად,
ვარსკვლავნი გაქრნენ ვით წაგებულ ომის მხედარნი,
მთვარე კი იქცა მონად მზისა, ვერც კი იომა, 

ვიდრემდე მზეს სურს ისეირნოს ცის კამარაზე
და აზეიმოს დღე, თავისი ოქროს ფერებით,
ხელს ვერ შეუშლის მას ვერც ერთი, რაც მკვიდრობს ცაზე,
ვერავითარი წყვდიადი და ღამის მხედრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი