ქარი
ვერცხლით ნაფერ ღრუბელთა ჯარს, ვაბანაკებ მაღალ ცაზე, მზესაც ვმუსრავ, მის სხივებსაც, არ მადარდებს ზრუნვა მათზე, ვინ რა იცის სად ვიყავი, სად წავალ და ვფიქრობ რაზე? მეხისა და წვიმის მამად ვიწოდები ქვეყანაზე, ქარი მქვია, დავზუზუნებ, ხან გავკივი მხეცის ხმაზე, ყველა ჩემი შიშით ცხოვრობს, რაც რამ იძვრის ქვეყანაზე, სჯობს, არავინ გადამიდგეს განრისხებულს ქროლვის გზაზე, თორემ ბევრი შემიწირავს, ამისვრია მაღლა ცაზე, მაგრამ როცა ატმოსფერო გადამაქცევს ნანატრ სიოდ, და ვუგრილებ მზის სხივებით გახურებულ ზურგს ცხელ ამინდს, სამადლობელს მეუბნება თემო, მარი, ეკა, გიო, რადგან ჩემგან მონაბერი ნეტარების უდგათ ჟამი, და მეც გული მიჩუყდება, აღარ მინდა, რომ განვრისხდე, და ასეთი მადლიერი, ბევრი ბავშვი ვნახო ისევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი