შემოდგომა


ირგვლივ მზით ნაფერები სიმწიფე რომ  წვეთავს,
მიწის მადლი, ნაფრქვევი, დასტყობია ხეებს,
ხილი ისე დამძიმდა, ხშირად ტოტებს ლეწავს,
სიმსუყე დაჰბერტყია ბაღებსა და ტყეებს, 

ყველა კმაყოფილია, რაც სულდგმულობს ცაში,
ყველა კმაყოფილია, რაც სულდგმულობს ტყეში,
ყველა კმაყოფილია, რაც სულდგმულობს ბარში,
გვინდა რომ არ წახვიდე, სიტკბო წვდება მთაშიც, 

მაგრამ, მიილია ტკბილი შემოდგომა,
უხვად დაიწურა მარანში მტევნები,
ბარაქა მოგვიტანა განვლილმა ჭირნახულმა,
მოსავალს ვეღარ იტევს მსუქანი ბეღლები,

ფოთლებს კვლავ აშრიალებს ქარები დასავლეთის,
ქვეყანა გადაივსო, საოცარ ფერებით,
ნოემბერს კვლავ გადაყვა სიმწვანე ტრამალეთის,
მზეც ვეღარ გვეფერება, სხივ უხვი ხელებით, 

მოსვლითაც, წასვლითაც, ბრძნულ ღვთაებრივ ბეჭდით,
მოსავლის იმ მადლითაც იმედით რომ ველით,
სილამაზით, სინორჩით, უთვალავი ფერით,
მუდამ აღბეჭდილი ხარ, მოუთმენლად გელით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი