შენ და წვიმა
როგორ მინდა ამ წვიმის ქვეშ, ჩემთან ახლოს გიგულო და მის წვეთთა ვერცხლის მძივებს, ყელს გაბნევდეს ქარი, ისე როგორც, მინდა ახლა ძალზე ბევრი ვიხუმროთ და სირბილით ამ ავდარში შევაჯეროთ ბარი, თუ სიყვარულს, თუ სიხარულს ჩარჩოები ექნება, მაშინ, ალბათ ჩვენ ვიქნებით, ათასი წლის მკვდარი, რადგან ჩემგან ეს სიგიჟე, დღეს თავისით იფრქვევა და ავდარშიც დარობს დარი, უფრო ცხელი დარი, აწყვეტილი ჩანჩქერების მსგავსად როცა ვიღვრები, ჩემგან შენი სიყვარულით ზღვა დგას, დამაშვრალი, აღარც მგოსნად და პოეტად მე დღეს აღარ ვითვლები, რაღაც სხვა ვარ, უფრო ელვა, თვალმოკრული, მძლავრი, ელვათა ტოტებს ისე შერწყმია, ეს უთვალავი წვეთების ჯარი, როგორც შენს სახეს ჩემი მზერისგან გადაჰფენია ცეცხლის საფარი, ამ ცეცხლს გიღვივებს ძლიერი ქარი, ჩემი გრძნობებით ნაბერი ქარი და სიყვარულის ამ დიად განცდას, უფრო ნათელს ხდის ტრფობის ხანძარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი