ღვინო და მზე
ისე მათბობ როგორაც მზე, ღვთაებრივო ღვინო, შენ რომ შეგსვავ იფანტება კაეშანი, ნაღველი, საფერავი, რქაწითელი, ჩხავერი თუ პინო, სულს მინათებს, ისე როგორც ანთებული სანთელი, ცად რომ ფერთა გამებია, მოელვარე ცის კიდეზე, სულშიც ისე მრავლდებიან ღვინის მადლით აზრები, მზეს გადარებ, გზას მინათებ, ცხოვრების ბნელ ბილიკებზე, ახლა აღარ დამეშვება ამ ღელვაში აფრები, მზესაც ისე როგორც ღვინოს, მოსდგამს სამი საიდუმლო, გათბობს, ისე როგორც ცეცხლი, სიყვარულის მონად გაქცევს, გზას გინათებს, გაბედულს გხდის, თუნდ უფაროს, თუნდაც უხმლოს, უმალ სიხარულით გავსებს და გიფანტავს მტანჯველ აზრებს, ერთი არის, რომ ორთავეს უყვარს ზომიერება, თუ ზომაზე მეტი შესვი, გიბნელდება გონება, ისე როგორც მზისგან დამწვრის, ვწუნობ გონიერებას, სიხარბეს და დროსტარებას არ დაუწყოთ მონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი