შობა


სიყვარულმა მოგიყვანა, სიყვარულმა გშობა,
აბა, სხვამ რამ გაიძულა ამ ქვეყნისა ძმობა?
ვერ შეგიცნეს, შეგიძულეს, შურით გიწყეს გმობა,
ვინც შეგიცნო, შეგიყვარა, უმსუბუქდა ყოფა, 

გაუძელი, ტანჯვით ზიდე, განკუთვნილი ჯვარი,
არ გაგიჩნდა კაცთა მოდგმის სიყვარულში ბზარი,
მიგალურსმნეს ნაწამები, გაგწირეს მართალი,
მაინც გვესმა მიტევების სიტყვები, ნათქვამი, 

ახლა უკვე, აღარ მიმძიმს უძლურ ხორცში ყოფნა,
შენმა სისხლმა ჩამორეცხა წუთისოფლის ცოდვა,
ვინც მოგძებნის, ის გიპოვის, ასეთია წყობა,
ამიტომაც მოგილოცე, ვიზეიმე შობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი