პატარებს
ანგელოზებს გვანან, თუმცა ხშირად არა, გპატიობენ, მალე ავიწყდებათ წყენა, გულები აქვთ დიდი, ნებისყოფა არა, სულსწრაფობენ მუდამ, არ იციან თმენა, ვერ გაერკვენ ჯერაც, აქამდე სად იყვნენ და არ გამორჩებათ ერთი კითხვა თუნდაც, ამ უბრალო გულებს შეუძლიათ იქცნენ, ყველას სიყვარულის და ერთობის გუნდად, ამ უმანკო სახეთ, მძინარეს რომ ვხედავ, მინდა გავემგზავრო მათ სიზმრებთან ერთად, უნდა გავუფრთხილდეთ, ამ სიკეთის მხედართ, მოვლენილებს ქვეყნად სიყვარულის ელჩად, გაიღვიძეს, უმალ მოეფინენ ეზოს, ყურში ახლაც მესმის, ჟრიამული ტკბილი და მათ შემხედვარეს, მომენატრა ეს დრო, თვალწინ წარმომიდგა, ის სამყარო თბილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი