მერამდენედ
ისე გაქრით როგორც წვეთი, როგორც თოვლის ფანტელი, ამისთვის არ გაჩენილხართ, აატირეთ გამჩენი, შეგეხოთ და ვერ გაუძლეთ, დემონია ჩამდენი, თქვენებრ ნორჩი მომავალი დაღუპულა რამდენი, ვიცი, ვიცი არ გინდოდათ, თქვენ სიცოცხლე გწყუროდათ, ეს სამყარო უცხო დარჩა, თქვენს სულს, რომ ემდუროდა, როგორც ხდება, არ გემოსათ სამოსელი ქრისტესი, გასაჭირში გამომხსნელი, ბრძნული ცხოვრების წესი, სჯობს, რომ შვილებს სიყრმიდანვე გაუცხადოთ სიწმინდე, ვასწავლოთ და ვაზიაროთ, ღვთის სიმდაბლეს, სიმშვიდეს, რომ სიტყვა სხვა, არ არსებობს, ისიც შენი მსგავსია, თუ შენდობა არ არსებობს, შენც სასჯელი გაცვია, რომ განმკითხველს, განიკითხავს ღმერთი კაცთა გამჩენი, ამ სოფელში სამუდამოდ არავინ ვართ დამრჩენი, ერთმანეთთან სიახლოვე, მხოლოდ გული გულისთვის, არაფერზე მიჯაჭვული, მხოლოდ სიყვარულისთვის, თორემ ვხედავთ, როგორ კლავენ, ზოგიც იკლავს როგორ, თავს და მშობელთა უღმერთობას, ნორჩი თაობებიც ზღავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი