ბოროტი ნება


თუ ალაგი, სად სიკვდილი, წყევა მეფობს - ტანჯავს სულს, 
და ასეთი დედამიწა, წარმტაცი და დიადია,
სასუფევლის სავანენი, სად სიცოცხლე, შვება დუღს,
მასთან, ვფიქრობ ეს სამყაროც უკუნი და წყვდიადია,
მაგრამ მაინც შეიტანაკაცის გულმა ეჭვი, ბზარი,
უნებურად ვერ იგემა უფლის უკვდავების წყალი,
ეს იმიტომ, რომ უარყო სულში ბნელის გაფანტვა,
სახარების სინათლეში თავის თავის დანახვა,
შეიყვარა ხორცის ნდომა, გულზვიადი ფიქრებით,
კაცთა მაგალითის კვალზე, შექმნა თავის მიზნები,
ნაცვლად მისა, რომ ღვთის სიტყვა განეხილა საზომად,
უფრო ცუდი საქციელის ფონზე თავი გაზომა,
მიწიერი აზროვნების ჭაობიდან მომზირალთ,
მართლაც უჭირთ ზეცის რწმენა, შეურიგდნენ ცოდვილ აზრს
და სასჯელი ზეციური, მათ სულებზე ამხედრდა,
ვინც ღვთის სული არ იწამა, შიგნიდან რომ ამხელდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი