არტურ რემბო. "შეგრძნება"


წყნარი საღამოს ცისფერ მწუხრში გავითქვიფები...
შიშველი ფეხით გადავთელავ ნამიან ბალახს...
ჭვავის მსუქანი თაველებით დავიჩხვლიტები
და უწადილო ხეტიალის შევიგრძნობ ძალას...
აღარაფერზე არ ვიფიქრებ, შევერწყმი დუმილს...
გაუსრულებელ სიყვარულში შევწვდები ღრუბლებს...
და გამიტაცებს სილაღეში ჩურჩულით ჩუმით
ბუნება, ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი