კეᲗილ-ბოროტი
საოცარი ქმნილება ვართ დიადი სულის მქონე ჩვენი გენის ასაღწერად ვერაფერი მოვიგონე სხეული გვაქვს მიწიერი სული კი გვაქვს ზეციერი დიდებული ქმნილება ვართ უნდა ვიყოთ ბედნიერი ღმერთზე ლოცვა და დიდება ჩვენი სულის წადილია უნდა ვიყოთ მორჩილი და არა მხეცი ნადირია უბრალო მიწით ქმნილნი დიადი სულის მქონე უბრალო მოკვდავიც კი ლექსის წერით შთამაგონე უსაზღვრო გვაქვს ოცნება თავისუფალი გვაქვს ნება მაგრამ ჩვენ სულს არად ვაგდებთ მოგვწონს მისი დაკნინება ჩვენ ეშმაკი თვალს გვადევნებს არ გვეშვება სულს გვიწამლავს თავის ცბიერი ქმედებით სამოთხისკენ გზას გვიმალავს ამიტომაც ცუდს ვერიდოთ ვაკეთოთ მუდამ კარგი გავსცეთ ბევრი სიკეთე და არ ვიყოთ მუდამ ხარბი ეშმაკს ასე დავამარცხებთ მიწაზე დავანარცხებთ წამოდგომას არ დავაცდით სიკეთის გზას თუ არ ავცდით გზა სიკეთის რთული არის გაიფიქრებთ ალბათ ყველა ბოროტება არას გარგებთ სიკეთეა მხოლოდ შველა სამყარო უსაზღვროა ჩვენი ფიქრი მას ვერ სწვდება ეს ხომ დიდმა ღმერთმა შექმნა ბევრი ამას რად ვერ ხვდება მიჰყვება ეშმაკურ გზას არ მიჰყვება ღმერთის ნებას ამიტომაც იმ ქვეყნად ვერ ჰპოვებს სული შვებას მწარე არის რეალობა თუკი გიყვარს ღმერთის გმობა ეშმაკურ გზას მიჰყვები და მოგწონს მასთან ძმობა თუ ეშმაკი მეფობს შენზე და არ ცდილობ მისგან წასვლას მის მორევში ჩაგითრევს და ვეღარ მოახერხებ გასვლას ამიტომაც ცუდს ერიდეთ სიკეთე ფარად გქონდეთ გიყვარდეთ დიდი ღმერთი და ეშმაკის სახელს გმობდეთ თუ გინდათ გამარჯვება ღვრთის რწმენა უნდა გქონდეთ ცოდვებს ინანიებდეთ და მოწყალებას უნდა სთხოვდეთ ბრძოლა ეშმაკთან რთულია სიკეთე თუ დაჩაგრულია არაფერს თუ არ გააკეთებ სამოთხე დაკარგულია არას გარგებს ცბიერება სიკეთეა ძლიერება ეს ქვეყანა ხანმოკლეა მიგახვედრებს ხნიერება თუმცა ყველას სიცოცხლე როდი არის ერთი ჟამის ზოგი კვდება ხნიერი და ზოგი ცოცხლობს ერთი წამი დროის ფასი ჩვენ არ ვიცით არ ვიყენებთ ცხოვრებაში წლები ისე გაირბენს რომ ვერ ავსახავთ გონებაში რომ ვბერდებით მაშინ ვხვდებით რომ ოდესღაც ყველა ვკვდებით წარსულ დროში ვიხედებით და გულ გატეხილი ვრჩებით თუ შენდობას ღმერთს არ შესთხოვ დაისჯება შენი სული ღმერთს შესთხოვე შენდობა და გაამთელე სულში წყლული ყოველივე ჩვენს ქმედებას ყოველთვის აქვს თავის ფასი ცოდვა მოინანიე და გაგიჩნდება ისევ შანსი სიტყვის ფანტვა არ მბეზრდება სანამ მიცემს მკერდში გული მეც უბრალო მოკვდავი ვარ უკვდავი მაქვს მხოლოდ სული დიადი სული მოგვცა უკლებლივ ღმერთმა ყველას უნდა ვიყოთ კეთილი და არ ვითხოვდეთ მუდამ შველას მაგრამ მე კაცის ბუნებას ვერ გავუგე ვერაფერი მეც ხომ ადამიანი ვარ ღმერთმა იცის ყველაფერი ჩემთვის წერა შვება არის და ვწერ იმას რასაც ვფიქრობ ღმერთმა ყველას რწმენა მოგცეთ მეტს მე აღარაფერს ვითხოვ ავტორი მამული გორგილაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი