მე და მᲗვარე


წარსულზე ფიქრი მტანჯავს 
მომავალი მაფიქრებს
აწმყოს დროში ვერ ვეწევი
დროის სწრაფვა მაშინებს
              
წარსული რომ დავივიწყო 
მომავლის წლებს შევცქერი 
მაგრამ დრო ისე გარბის 
რას ვაკეთებ ვერ ვხდები

ეს ფიქრები ხშირად მტანჯავს
არ მასვენებს დღე და ღამე
ღამე მთვარეს შევსცქერი და
ვევედრები მითხრას რამე

მთვარე დუმს და ხმას არ იღებს 
ანათებს და მხოლოდ მისმენს
ღამე მთვარის გამოსვლის ჟამს
ჩემს საუბარს ვეღარ ითმენს

მაგრამ ღამე რას გაიგებს 
ჩემი სულის სიმარტოვეს
რადგან მხოლოდ მთვარემ იცის
რომ მე ყველამ მიმატოვეს.

მარტოობას მაშინ ხვდები 
როცა ყველას ავიწყდები
ყველა მაშინ დაბრუნდება
თუ ოდესმე გაბრწყინდები

სიმდიდრეზე თუკი მეფობ
ყველა ცდილობს შენთან ძმობას
მაგრამ როცა ღარიბდები
ყველა ცდილობს შენთან მტრობას

რა არის ეს ცხოვრება
უსულო რომ მეფობს ჩვენზე 
ხალხის ნდობა სულ დავკარგე
აღარ ვფიქრობ უკვე სხვებზე

ეს ცხოვრება ბრძოლა არის 
ეს ბძოლა კი რინგზეა
თუკი რინგზე არ დაეცი
ყველაფერი რიგზეა

მარტო ხარ თუ სხვებთან ერთად 
მაინც უნდა იწვალო
თუკი რინგზე დაეცემი
წამოდგომა ისწავლო

მაგრამ თუკი დანებდები
იმდროშივე გაჩერდები 
დასრულდება შენი ბრძოლა
და რინგიდან გაძევდები.

                                    მ.გორგილაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Giush Sikharulidze⚜..:...Carpe Diem...:..⚜1 თვის წინ

კარგი ლექსია, რითმიც მომწონს

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი