Ჩემს ქვეყანაᲨი სიკეᲗე ქრება
ჩემს ქვეყანაში სიკეთე ქრება ჩემს ქვეყანაში ღარიბი კვდება სახელმწიფოში ივსებენ ჯიბეს ხარჯავენ ფულებს იცვლიან ჯიპებს ჭამენ და ჭამენ არ ჰყოფნით ტიპებს და ვერ ივსობენ იმ ბოჭკა ღიპებს მათ არ ანაღვლებთ ამ ხალხის ბედი უნდათ რომ ჰქონდეთ კავშირი ფულთან ხალხს დასჩხავიან ტკბილი სიტყვებით ხალხის სიტყვა კი არ მიაქვთ გულთან მათ პოლიტიკით თამაში მოსწონთ და ამ თამაშით იწერენ ქულებს ხალხს ატყუებენ ტკბილი სიტყვებით და იტკეპნიან ჯიბეში ფულებს ვერ იკმარეს ამდენი ფული გაყიდეს ერი გაყიდეს სული არ ესმით ძმების არ ესმით ძმური მტერს არ ებძვიან ქცევა აქვთ მტრული არ მყოფნის სიტყვა არ მყოფნის შური რა ვუთხრა ამათ არ ესმით ძმური ღარიბს ართმევენ მდიდარს აძლევენ ღარიბი კვდება მდიდარი სკდება სახელმწიფო კი ცქერისგან ტკბება გლეჯენ და ფრეწენ სვავად ქცეულნი არვის ინდობენ მხეცნი წყეულნი მათთვის ღარიბი არასდროს ფასობს მათთვის მთავარი განძია ფული მათ მკერდში არ უცემთ გული და არც სხეულში არა აქვთ სული ამათთვის ლანძღვა არაფერს ნიშნავს ამათთვის სიტყვას არა აქვს ფასი წყეულ ეშმაკს მიყიდეს სული გადარჩენისთვის ცოტა აქვთ შანსი ისტორია ჩვენი ერისა საძირკველია ჩვენი ქვეყნისა ის ერთიანი თუკი ვერ ვნახე ნაწილის ნახვა მაინც მეღირსა საუკუნეები განვლო ჩვენს ერმა და ვერაფერი დაგვაკლო მტერმა მოყვარე გვყავდა ძალიან ცოტა მტრობა კი სცადა ძალიან ბევრმა ძლიერი არის ღარიბის ბრძოლით მუდამ ბრძოლობენ ძლიერი გრძნობით ისინი ქვეყანას თავს თუ სწირავენ არ აკეთებენ არავის თხოვნით ასე იყი და ასე იქნება ღარიბის ბრძოლა მუდამ გვჭირდება პოლიტიკოსი სიტყვით მოგვმართავს და მშვიდობას ისე გვპირდება მაგრამ ღარიბის ბრძოლა თუ არის მათი სიტყვები არვის გვჭირდება მამული გორგილაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი