ოცნება


მინდა დავხატო
ზღაპრული სამყარო
უსაზღვრო სიმდიდრით
ყველას რომ ვაკმარო
მინდა დავხატო
ნაზი ფერებით
ჩემი თვალებით 
ჩემი ხელებით
ფერების აღრევით
შევქმნა ზღაპარი
სადაც იქნება
ტრფობის ლამპარი
და ეს ლამპარი
მაშინ ჩაქრება
თუ სიყვარული
არის ჩამქრალი
მაგრამ ნახატით
ვქმნი მე სამყაროს
სადაც ტრფობის
თემაა მთავარი
მინდა დავწერო
Სიყვარულზე ლექსები
მაგრამ ვისთვის
ამას ვერ ვხვდები
მინდა დავწერო
კარგი თხზულება
და არა რაღაც
Უაზრო თქმულება
მინდა რომ შევქმნა
ლეგენდა ტრფობის
მეგობრობის,ერთობის, ძმობის
მაგრამ ოცნება
რჩება ნახატში
რჩება ფურცელში
რჩება ზღაპარში

                                      მამული
                                            გორგილაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი