Დრონი მეფობენ
Რატომ არავინ არ ფიქრობს
Რატომ ხუჭავენ თვალებსა
Თითქოს სამყარო გაჩუმდა
Და უყურებენ გვამებსა
Დრო თითქოს უკვე გაჩერდა
Მხოლოდ ტკივილის ხმა ისმის
Არავნ ინდობს პატარებს
Რა ვთქვა არ ვიცი რა ითქმის
Ზოგს გული ბოღმით აევსო
Ზოგი კი ფიქრობს გაიქცეს
Სადმე სიმშვიდე იპოვნოს
Და სულიერად არ დაეცეს
Დრო არ დაინდობს არავის
Არავის შველის ფულები
Ყველანი პასუხს აგებენ
Და ეტკინებათ გულები
Დრონი მეფობენ იცოდეთ
Და მოკლე ხანი მეფენი
Არავინ დარჩა ამ ქვეყნად
Იქ წახვალთ სადაც მეფენი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი