Სისხლიანი დიდება
Გაჩუმდა ბევრი გაჩუმდა
Ყვირის ვიღაცა ფლიდი
Დაბომბეთ არვინ დაინდოთ
Პატარა იქნება თუ დიდი
Ქალებს და კაცებს ხოცავენ
Და არ ინდობენ პატარებს
Მერწმუნეთ ყველა გადარჩა
Ვინც გულით რწმენას ატარებს
Გავბრაზდი ისევ გავბრაზდი
Და ვერ ვიქნები მშვიდი
Მინდა რომ ყველას ვუშველო
Პატარა იქნება თუ დიდი
Იბრძვიან ყველა იბრძვიან
Ვიცი რატომ და რისთვის
Რომ ბოროტება დაამარცხონ
Ხვალინდელი Დღისთვის
Გაჩუმდნენ ისევ გაჩუმდნენ
Მაგრამ ბორგავენ სხვები
Ისინი მხოლოდ ისინი
Ვისაც აწუხებთ ხმები
Ხმები ბავშვთა ყვირილის
Ბევრი მშობელთა კივილის
Რატომ არავინ არ ფიქრობს
Რომ დაასრულონ ტკივილი
Არ შეგიძლიათ არავის
Მშვიდობა არვის გჭირდებათ
Სისხლით ნაშოვნი დიდება
Იმ ქვეყნად არ დაგჭირდებათ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი