Ასე მითხრეს


Ასე მითხრეს სიყვარული ისევ არის ისევ ცოცხლობს
Გოგო ბიჭის დანახვის დროს ისევ ღელავს ისევ მორცხვობს
Ასე მითხრეს ბიჭი ისევ იბრძვის გოგოს დასაპყრობად
Ასე მითხრეს ყველა საფრთხეს 
Წინ უდგება გასაპობად
Ასე მითხრეს გოგო მუდამ ერთგულია
Იმ ერთისთვის
Უყვარს ფიქრობს დალოცულობს დღედა ღამე ის ღმერთისთვის
Ევედრება ისევ შეხვდეს ისევ იგრძნოს გულის ძგერა
Ჩაეხუტოს მოუსმინოს გაიგონოს ყველა ბგერა 
Ბიჭი ფიქრობს  შეხვედრაზე
Მისი გული არ ჩერდება
Არ ჩერდება დროის სწრაფვაც 
Სიყვარული არ ნელდება
Ბევრმა ფიქრმა დრო გაფანტა 
Დაბრკოლებაც უკან დარჩა
Ბიჭი გოგოს შეხვედრის დღე
Სამუდამოდ გულში დარჩა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი