მოგენატრები
შენ მოგენატრები, და თავსაც იობლებ , და იტყვი არ იცი ამ ყოფნას რას არქმევ .მიყვარხარ ძახილი დაგაწყვეტს იოგებს , და ყოფნას უჩემოდ სიცოცხლედ ასაღებ. და დღეებს გამოვლილს უჩემოდ ღარიბებს . ვერასდროს მოარგებ ცხოვრების გასაღებს , გასაღებს რომელიც არცერთ კარს არ გიღებს . ვით ტვირთი ზედმეტი კვლავ ისე გასაღებს . მიხვდები ამქვეყნად არავის სჭირდები , ცარიელ სიყვარულს არავინ სჯერდება , რამდენიც გინდოდეს არიგე სიტყვები. ვერასდროს მოგიტანს ზღვა ბედნიერებას. ღალატად შემრჩები , ვით ქრისტეს გაცემა . ცრემლებით ტირილი იქნება გვიანი , დანთება სანთლების, მუხლებზე დაცემაც. ავდრებით შეცვლილი დღეები მზიანი. და წვიმის ვალსების ტირილი ფანჯრებთან , სულს დაღლის სიმრავლე ,განცდათა რაოდენ ! რომ პულსის ვულკანის ვერდათვლა მაჯებთან დღემუდამ სიკვდილს და -სიცოცხლეს დაობდნენ. გულს გაწევს , ღამეთა თენება ღვარძლებად. გწყინდება დღეები სხვა გზებს რომ გაუდგნენ. ვიცი მოგწყინდება უჩემოდ გაძლება , იცოდე სიყვარულს საზღვრებს ვერ დაუდგენ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი