მამას


😭😭😭😭დაუსრულებლად მოვისმენდი შენეულ სიბრძნეს , როგორ ვნატრობდი , როგორმე რომ გამოგეზამთრა , წახვედი ჩვენგან გაზაფხული ვეღარ შეიგრძნე , ამოვსილია შენი სევდით , ჩემი ყველა გზა .

დაცარიელდა გაზაფხულის ვრცელი ტრამალი. 
ჩემი ცრემლები, შენს ნაკვალებს დასდის წვიმებად .

თებერვლის მერე, შენი თავი არსად მინახავს.ნეტავი მამი , სად დაგმალეს ქერუბიმებმა. 
დაგეძებ ახლა , ასე გვიან , ასე შორიდან , 
იქნებ და გნახო , ვეღარ გნახავ , ნუ მიმწუხრდები !
გამოზაფხულდა , მამაჩემო , იაც მოვიდა .
ჩამოსხდებიან შენს საფლავთან ჭირისუფლები. 
მოგიგონებენ , ჭიქით 
ღვინოს გულს დაგასხავენ , ამოგიტირებ , ვერასოდეს ვერ დავმშვიდდები , მე შენი სულის ლაჟვარდიან ცაში ასვლამდე .
ეხ , რაღა იცი მამაჩემო როგორ მჭირდები !

ასე იქნება ყველა მოსვლა ,ყველა წასვლაზე ჯაფარა .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი