მარიამო
სულგამოლეული ისევ ლოცვად დავეც , ისევ დამეკარგე ჩემო მარიამო , მამცნობ , რაც სევდებს და ფიქრებს დამახვედრებს , ,იმ გზას არასოდეს აღარ გავიარო . კვლავაც შენს უბეში შემოჩვეულივარ , ლოცვა მომაგებე , მადლით ამოვსილო ! რადგან ამ მიწაზე შენი რჩეულივარ დედა ღვთისმშობელო! ჩემო მადლმოსილო! გამთბარ მზის კალთაში , ისევ შემიფარე , მამცნე ,მიმანიშნე , იმ გზით გავიარო . ცას ვერ შემოვბედო წყრომა შემოქმედზე , ჩემო ღვთისმშობელო ჩემო მარიამო! jafara 913K
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი