მუდამ აპრილივით მგრძნობიარე
ჯაფარა belachka manana papidze მუდამ აპრილივით მგრძნობიარე, მოვალ გაზაფხულის დაპირებით , ვინ სთქვა გულში ვეღარ მოგიარე , და შენ მიტოვებას ვაპირებდი. ვინ თქვა გზები ვეღარ გავიკვლიე , ანდა ქარი იყო ქარაშოტი , იქნებ სიყვარულით ავირიე ? ანდა შენს გრძნობებზე ვთამაშობდი . იქნებ მონატრება მომეძალა განა ან ოდესმე გაგახსენდი ? ღმერთო გამძლეობის მომეც ძალა ღმერთო რა ძალიან გავთავხედდი . იქნებ თავს გაჩვენებ ცრემლებს ვმალავ დარდებს ,ამ ღიმილით გამიძლია , იქნებ ნოსტალგია მომეძალა. იქნებ ეს ღიმილი არც მიგრძვნია . ალბათ არც ფიქრებში მელიან და გულიც სიცივისგან გამყინვია , ჩემთვის სიცოცხლეც კი ძნელია და შენთვის ყველაფერი მარტივია მუდამ აპრილივით მგრძნობიარე, მოვალ გაზაფხულის დაპირებით , ვინ სთქვა გულში ვეღარ მოგიარე , და შენ მიტოვებას ვაპირებდი. jafara
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი