ნეტავ რად
ჯაფარა belachka manana papidze წახვალ და მოხურავ დარაბას ,ფიქრები სხვას არას მკარნახობს , რაღაც ხასიათზე არა ვარ , ნეტავ რად , ეშმაკმა დალახვროს. დავწურავ დარდების მტევნებს და ნამაჭრებ ფიქრებსაც ვაღვინებ , ფიქრები წარსულის მდევრები . უთუოდ დაიწყვეტს აღვირებს .და გახსნის ჩაკეტილ ყველა გზას , ათასჯერ მოსასვლელს წასასვლელს ,, და ვიწყებ თვითგვემას ხელახლა. სულის სხეულიდან გასვლამდე . მსურს მუდამ ეს ძალა მმართავდეს , ჩემით არ უთუოდ თავისით , შენ გინდა ოდესღაც დამთავრდეს , მე არა ან ხო და არ ვიცი .jafara
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი