რა სჯობს
45 ჯაფარა belachka manana papidze რა სჯობს ჩემი სოფლის ჰაერს, კარ მიდამოს ,ეზოს ველებს,მინდვრებს თეთრი თოვლით მოვსილს , ცეცხლს ბუხარში .შემოგევლე. ნაადრევად დაბერებულს ვკოცნი დედაჩემის ხელებს . მჭადს კეცებზე ,მწვადს შამფურზე, ღვინოს ჭურში,მარნის ქვევრებს. შავ ადესას დოქში ჩასხმულს ყანწს ღვინით რომ ამამღერებს გაუმარჯოს ჩემს მიწა წყალს, გულს რომ მჩხვლეტს და ამაღელვებს. მრავალჟამ და მუდამ გვევლოს დაგველოცოს გზა და კუთხე ფუძე- ჭერი ,გული მთელი ზეციერო სულ გვიკურთხე . გვემასპინძლოს მოყვასისთვის , გაღებული გვქონდეს კარი , ლოცე ,კეთილისმოსურნე ყველა კარგი მეგობარი. ავადმყოფი განგვიკურნე , დამშეული დაგვიპურე. ჭირნახული აასმაგე ვერ ვზიდავდეთ ძნას და ურემს . მზით და სითბოთი აგვავსე სიხარული ვიგრძნოთ შვებით , ფუძე ,კერა ამოასე შვილებით და ბადიშებით . უფლის ფეხით მისულიყოს , მუდამ ყველგან მამკვლიერი. მშვიდობით შემოსულიყოს , ჩვენს სახლში ახალი წელი.ჯაფარა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი