ფშავის გაზაფხული
2016 წლის 18 დეკემბერი, 1:08 ნატვრა ფეხით მომატარა საქარტველო! ფშავის გაზაფხული მანახა და.... ჯერამც სიკვდილს თუმც არ ვეპირები... მერე სიკვდილზედაც თანახმა ვარ. ვაჟას ლურჯი ია მაკრეფინა , ველზე შველ–ირემი მადევნინა. ალგეთს მაზრდევინა ლეკვები და ცრემლი ტირიფივით მადენინა. არაგვს ჩამიყვანა ქარაფებზე . წყალზე კალმახები მაყრევინა ....... მერე არ მადარდა არაფერზე, ღამე საჯიხვეზე მათევინა . ცეცხლი მანთებინა იალაღზე ცაზე ვარსკვლავები მათვლევინა , მკლავი მასინჯვინა იარაღზე მთაში ხარ –ირემი მაკვლევინა. სალბუნ მადებინა იარაზე . დათვი საქამრეზე მათრევინა , ლექსი მათქმევინა ფიალაზე , ღვინო შადრევნიდან მასხმევინა . ზამთარს იალბუზზე ამიყვანა , შენტან მაპყრობინა წრიაპები . ცელით მაცელინა ლამისყანა . ღვინით მომაგონა წინაპრები. ტაძარს მანთებინა სანთლები და მუხლზე მოდრეკილი დამაჩოქა. ვენახს მასხვლევინა ვაზები და ტანზე შემომაცვა შავი ჩოხა. ხელში მაპყრობინა ხმალ–ხანჯალი მტერი დაუნდობლად მახოცვინა . მერე ნაომი და ნახანძრალი , ისევ სალოცავი მალოცვინა. ღამით ერთი ლექსი მაწერინა ნატვრა მათქმევინა სულ პატარა, დაბლობს მამზერინა მთა– წვერიდან , ფეხით საქართველო მომატარა .. კახეთს ალავერდი მომალოცა . თბილისს სიონი. და ნარიყალას. სუფრა მაშლევინა. ომალოსთან მუხლზე დაჩოქილი ამიყვანა , სვეტი დამანახა ნიკორწმინდის , სული დალეული მოწამეთა მადლი მომამადლა ნინოწმინდის , დიდი გელათის და მოწამეთას . ნეტავ მომატარა საქართველო , ფშავის გაზაფხული მანახა და ჯერაც სიკვდილს სულ არ ვეპირები , მერე ყველაფერზე თანახმა ვარ .ბელაჩკა ჯაფარა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი