შემინდე უფალო
შემინდე ,უფალო !სული მაქვს იმხელა ,
მთებს დაძრავს ტაძრიდან ტაძრამდე .
უფალო შენსავით მწიხლეს და შენსავით
გამწირეს ჯვარცმამდე .
შემინდე, რამეთუ უცოდველს
კრავს ვერ ვემსგავსები სხვებისებრ .
და სულის სიმდიდრეს ჩემივ მკვლელს
სხვის სულში ვერასდროს ვეღირსე .
მარტივად და ისე უბრალოდ ,
ცხოვრებას ,სიცოცხლით ვაწვალებ
შემინდე რაივ ვქნა უფალო ,
შენსავით მოთმენა მასწავლე !
რომ ათას გოლგოთა გამოვლილს ,
მოყვარეს თვალებსაც ვუხელდე .
და სულის ცხონებას ვალმოხდილს
ყოველდღე შენსავით ვწუხდე მე .
შავ ფერფლად ქცეული სამყარო
და ზეცა , აზრებში ერთურთს კვეთს ,
ყოველდღე სამოთხეს ვაყვარებ
ცოდვებში გამომწვარ ჯოჯოხეთს .jafara
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი