ლექსის კარნავალი


ლექსით კარნავალი მოგიწყვე და
რითმა ავაცეკვე ცეცხლის ალთა
ალბათ ,თვითმკვლელობა მომიწვევდა ,
მარტოდ ,დარჩენილი სასთუმალთან .
   საგზლად დარდის გარდა რას მივუტან. 
ლექსად მარტოობას მიამბობდა 
მე კი  დავხატავდი 
როგორც უტა, 
 ჩემს სულს 
ღმერთთან მებრძოლ იაკობად . 
ისევ   დამგესლავდა მორიელი ,
 ,  სულზე  ,ქაოსივით მინაბერი 
მეფე– სიყვარული ჩემი  მკვლელი ,
ჩემებრ გაუწირავს  ,ჭიაბერი .
ეხლა სიცხე მახრჩობს .ქაოსებში ,
სადღაც ბავშვობაში  მღლის ზმანება 
დარდი სიკვდილს მაწნავს იად  თმებში ,
წლებში გაბნეული, წვრილმანებად,
სადღაც იჩეხება ,ბედის რაში .
სულში გარინდული დარდს ვსვავ კიდე ,
 ისევ ქედმაღლობის მღლის თამაში ,
  უღვთოდ    მკლავმოკვეთილ არსაკიძეს .
ლექსის კარნავალი ,მოგიწყვე და 
რიტმა ავაცეკვე ცეცხლის ალთა,
ალბათ თვითმკვლელობა მომიწვევდა 
მარტოდ დარჩენილი სასთუმალთან 
საგზლად დარდის გარდა რას მივუტან.
ამბად მარტოობას მიამბობდა ,
მე კი დავხატავდი ,როგორც უტა
ჩემს სულს ღმერთთან მებრძოლ იაკობად. ჯაფარ ა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი