ემიგრანტს


,
ემიგრანტებს

 ჯავრი დაგყვება სევდის ლაშქარად როგორ არიან სახლში შენები, 
ხომ მოგენატრა ძველი გზა-შარა
და შენი უბნის  შესახვევები?
.სხვაგან სიცოცხლე ათიც არ კმარა , ნატვრაა   მიწას დადგმული ქუსლიც  საქართველოს  მზე,
ცა  თვალანკარა ეზოში  გვიან  საქმით ფუსფუსი.
მოგენატრება სოფლის  ბაღები.
 ქუჩას ალუბლის ხეების  მწკრივი .
სვეტიცხოველი უფლის  ნაგები
და მტკვარში ძველი თამარის ხიდი.
.წამოდი ქალო , 
სანამ დრო დაგაქვს ,
 სანამ მუხლები სვლას არ გიშლიან
.ნუ მიეჩვევი  ევროპის ნაგავს !ქართული  რაც გაქვს საკმარისია!
წამოდი ,
შენი ჯერიც დამდგარა ,
 შენ ქვიტკირი ხარ მტკიცედ ნაგები.   შვილებს დარდები გამოულიე
 არც შენს მიწაზე დაიკარგები
მერე რა თუკი სასახლე არ გაქვს ,  
არც მანდ გიყვავის ვიცი ჯეჯილი. სამაგიეროდ  ჩუქურთმად ,თარგად. გული გაქვს ოქროდ გამოჭედილი.

წამოდი გზიდან ნუღარ  გადუხვევ.
 ფიქრების ზომვას ნუღარ  უნდები .
და ვინც ვერ ხედავს
.მაგ გულს ვერ  უგებს.
მუხლზე ნურასდროს ნუ დაუდგები
!წამოდი ქალო , სანამ დრო დაგაქვს , სანამ მუხლები სვლას არ გიშლიან.ნუ მიეჩვევი  ევროპის ნაგავს !ქართული  რაც გაქვს საკმარისია!!!! ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი