სადა ხარ


სადა ხარ ეხლა დამღლის ფიქრი დაუღალავი, 
ლამის ბილიკზე ფეხუხლები მიწა ჩამიწყდეს,
რომ უშენობა . სასჯელია არ თქვას არავინ
რომ შენს თავს ჩემი ტკივილები გადამავიწყებს !
რომ ფრთები ჩემი ტანს ვერ ზიდავს ისე მძიმეა 
და ჩემს სხეულზე გაყინული ლოდივით ადევს 
რომ მარტოობაც ისეთივე სასაცილოა 
როგორც ფიქრები საღამოდან გათენებამდე !
ჩემი სარკმლიდან საოცნებო გუმბათი მოსჩანს ,
მისი დანახვა თითქოს უდრის ფეხზე დადგომას 
და ჩემს დაღლილ სულს მუდამ ისე უხდება ლოცვა 
როგორც ქრისტე ღმერთს გოლგოთა და მერე აღდგომა.
მე იმ ტაძარში არასოდეს რომ არ მელიან ,
გულის სარკმლიდან ვილოცები ჩვეულებისად 
გარეთ ამინდიც ისეთივე საშინელია 
როგორც ჩემს სულში ფიქრი ჩემი სნეულებისა !
ვწერ ძველებურად ხელში მითრთის ისევ კალამი,
მინდა მოგწერო 
და არ ვიცი როგორ დავიწყო ?
სადა ხარ ეხლა , გულთბილი და დაუღალავი 
მოდი რომ ჩემი სატკივარი გადამავიწყო . ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი