მონატრება


ისევ ,  მოგინატრე, ისევ  გაგიხსენე ,
შენი  კაეშანი გულზე მომერია ,
მაინც ნუ იფიქრებ ,მაინც ნუ იტირებ, 
 ჩემზე  ნუ იდარდებ ვინ ან რომელია !
ერთი საბრალო ვარ ბედის ანაბარა ,
შემრჩი მარტო ფიქრად ,მარტო იმედებად ,
 ისევ შენზე ფიქრი დამღლის ამაღამაც 
ხვალეც უიმედო ფიქრით  მითენდება.
 მხოლოდ ლექსად გიწერ ისევ  ლამაზ  სიტყვებს,
არც რამ წადილი მკლავს არც რამ ხვაშიადი 
მხოლოდ უშენობას გული ვეღარ იტევს ,
ნეტავ ვის ბუდეში გადამიფრთხიალდი .
ჩემთვის დღედ და ღამედ რატომ გამთლიანდი?
  ეხლა ეს ოხერი დარდი მეტანება .
ვის მკლავს ნაწოლს ხვდება შენი განთიადი 
.ვისი ღამეების გახდი ნეტარება!
 აწი ჩემს სავალ გზებს  მარტოდ ჩაუყვები ,
მალე  თოვლი 
მთაში ზვავსაც ჩამაიტანს ,
იმ თოვლს ჩამაყოლე თუ გიყვარდი მაშინ ,
 ალბათ შენებრ  ,ისიც სასჯელს  გამამიტანს !
დეკა დამაყარე გულზე მობიბინე ,
ვახ თუ სავალ გზაზე ადრე გამიწვიმდეს
გლოვა ააყოლე . აყვირებულ ირმებს 
თვალზე არღუნნისწყლით ცრემლი მაიწმინდე.
ნეტავ დღედ და ღამედ რატომ გამთლიანდი ,
ეხლა ეს ოხერი დარდი მეტანება,
ვის მკლავს ნაწოლს ხვდება შენი განთიადი ?
ვისი ღამეების გახდი ნეტარება!! ,,ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი