დილით


დილით ჩემს სარკმელთან უშენოდ მოდის მზე 
სიზმრები კვლავ მღლიან აპრილის .
 რამდენი რამ მინდა მოგიყვე ლოდინზე 
.მო ცრემლი მომწმინდე .ავტირდი., 
. ტყემლებზე ყვავილის კაბები ჩაუცვამთ, 
 არც ცოცხლად ყოფნაა მარტივი,
 მე ძაძებს ვატარებ ,ტკივილის სალბუნად 
დამდეს უშენობის პატივი.
რად წახველ დროებმა ამინდი არია ,
 მიჭირს და ისევე მჭირდები .
 .იცი უშენობა მუდმივი მგზავრია
 ჩემი და თანდათან მტკივდები.
მტკივდები დღეებმა აპრილი დაღალეს ,
უშენოდ ზაფხული რა მოსატანია .
 და ალბათ თავსაც კი მოვიკლავ ამღამეს
.მიყვარხარ !მიყვარხარ !მიყვარხარ ძალიან.ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი