მეგზური ფიქრები


ჯაფარა belachka manana papidze
მე რომ არ დამღლის ის ფიქრია, ჩემი მეგზური ,
ჩემს სასთუმალთან სიზმრებივით ღამეს რომ ათევს 
. მოვალ და ჯებირს გადმოვტეხავ ,როგორც ენგური, 
კოლხეთის ველზე ვიხმაურებ გათენებამდე . 
იქნებ დილამდე ღამეებმაც გატეხოს ნავსი,
გათენებებით ,ბობოლებითიქნებ 
უგანოს..ღამისთევებად შემორჩენილ ფიქრის
ქარტეხილს 
ღრიჭოდ ნარჩენი დარაბები ამოუგმანოს ! 
გულს შეგინახავ , უფრო მეტად მძიმე მარხვაზე.
ვაითუ დამცდე, მოგონებად ლექსის წერებად .
ცრემლად, დარდებად მოზღვავებულ ფიქრთა ბაქანზე .
ივლი სიჩუმედ უხმაუროდ ფეხის წვერებზე . ჯაფარა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი